წესები და პირობები

 

1.    ტერმინთა განმარტება:


"HR.ge" - შპს დასაქმების სააგენტო HR-ი.
"კლიენტი" - კომპანია, ფირმა ან ორგანიზაცია, რომელმაც გახსნა პირადი ანგარიში HR.ge -ის ვებ-გვერდზე, მომსახურების მიღების მიზნით.
"საწყისი თარიღი" - მომსახურების მიწოდების დაწყების თარიღი, რომელიც განსაზღვრულია შეკვეთის დამადასტურებელ ფორმაში.
"შეკვეთის დამადასტურებელი ფორმა" - ონლაინ შეკვეთების შემთხვევაში არის ვებ-გვერდზე ერთი ან რამდენიმე მომსახურების შეძენის დადასტურება; HR.ge გაყიდვების ჯგუფის მიერ მომსახურების შეკვეთის შემთხვევაში არის ფორმა, რომელსაც ხელს აწერს კლიენტი, რითაც ადასტურებს მის მიერ შეკვეთილი მომსახურების დეტალებსა და ფასებს.
"მომსახურება" - მე-2 მუხლში განსაზღვრული ონლაინ რეკრუტირების მომსახურება.
"პირობები" - ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები.
"ვებ-გვერდი" - HR.ge, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე მოიცავს მის შიგთავსს, მონაცემთა ბაზებს, პროგრამულ უზრუნველყოფას, კოდებს და გრაფიკულ მონაცემებს.


2.    HR.ge -ის მიერ თავისი ვებ-გვერდის მეშვეობით შემოთავაზებულია შემდეგი მომსახურება: ბმული: http://www.hr.ge/info/services-hr-ge


3.    HR.ge უზრუნველყოფს მომსახურების მიწოდებას ზემოხსენებულ ბმულში მოყვანილი პირობების შესაბამისად. HR.ge უფლება აქვს შეცვალოს მომსახურების წესები და პირობები ნებისმიერ დროს კლიენტისათვის შეტყობინების გარეშე. კლიენტებმა უნდა შექმნან საკუთარი ანგარიში HR.ge ვებ-გვერდზე, რათა ხელი მიუწვდებოდეთ მომსახურებაზე (http://customer.hr.ge/register/customer). მომსახურება არ ნიშნავს HR.ge-ის მიერ რაიმეს შემოთავაზებას და იგი იტოვებს უფლებას თავისი ერთპიროვნული და აბსოლუტური დისკრეციის ფარგლებში უარი თქვას მომსახურების ნებისმიერი პირისა თუ ორგანიზაციისათვის შეთავაზებაზე.


4.    იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულება, რომელიც შეიცავს პირობებსა და შეკვეთის დამადასტურებელ ფორმას, HR.ge-სა კლიენტს შორის ძალაში შედის ონლაინ შეკვეთის განხორციელებისას, თუ ვებ-გვერდზე გამოჩნდება  მომსახურების შეძენის დამადასტურებელი ფანჯარა.


5.    HR.ge განახორციელებს მომსახურებას კლიენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და კრიტერიუმების მიხედვით. უტყუარი მონაცემების მიწოდება წარმოადგენს კლიენტის ვალდებულებას.


6.    კლიენტი იღებს ვალდებულებას ვაკანსიის განცხადებაში, კომპანიის პროფილში, ან ვებ-გვერდზე განსათავსებელ ნებისმიერ ინფორმაციაში არ წარმოადგინოს ისეთი მონაცემები, რომელიც არის არალეგალური, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, თაღლითური, ძალადობრივი, დისკრიმინაციული, უცენზურო ან სექსუალური დატვირთვის მატარებელი ან რომელსაც შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს HR.ge-ზე ან მის რეპუტაციაზე.


7.    HR.ge -ის მომსახურებისათვის ყველა გადახდა ხორციელდება წინასწარ. გამონაკლის შემთხვევებში HR.ge და კლიენტი შეიძლება შეთანხმდნენ საკრედიტო ლიმიტზე და გადახდის განსხვავებულ პირობებზე. ნებისმიერი ასეთი შეთანხმება გაფორმდება წერილობით. HR.ge კლიენტს გადასცემს ინვოისს წინასწარ შეთანხმებული დროის ინტერვალებში მომსახურების მოთხოვნის შესახებ მეოთხე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. კლიენტი გადაიხდის ინვოისში მითითებულ თანხას სრულად ინვოისის გაცემიდან 10 დღის განმავლობაში. გადახდის დაგვიანების შემთხვევაში HR.ge-ს შეუძლია შეწყვიტოს ერთი ან ყველა მომსახურების მიწოდება გადახდის განხორციელებამდე. იმ შემთხვევაში თუ კლიენტი შეტყობინების მიღების შედეგაც არ ან ვერ გადაიხდის ინვოისში მითითებულ თანხას განსაზღვრული დროის განმავლობაში (2 დღე შეტყობინების მიღებიდან), HR.ge-ს  შეუძლია გააუქმოს მომსახურების მიწოდება რა შემთხვევაშიც წარმოიშვება ყველა გადაუხდელი ინვოისის მყისიერი დაფარვის ვალდებულება. გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით განვმარტავთ, რომ კლიენტი იქნება ვალდებული გადაიხადოს ყველა შეთანხმებული მომსახურების საფასური მიუხედავად იმისა გაუქმდა თუ შეწყდა მათი მიწოდება წინამდებარე მე-7 მუხლის საფუძველზე.


8.    ონლაინ გადახდა იწარმოებს 2Checkout-ის ან  საბანკო გადარიცხვის მეშვეობით. საბანკო გადარიცხვის შემთხვევაში საბანკო მონაცემები მითითებული იქნება ინვოისში.


9.    ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ HR.ge-ს შეუძლია თანხმება განაცხადოს შეთანხმებული მომსახურების მიწოდების გაუქმებაზე იმ პირობით რომ: ანაზღაურება არ განხორციელდება და ყველა გადაუხდელი ინვოისი დაექვემდებარება დაფარვას იმ მომსახურებაზე, რომელზეც არსებობს შეკვეთის დამადასტურებელი ფორმა.  გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით განვმარტავთ, რომ ანაზღაურება შეიძლება განხორციელდეს გამონაკლის შემთხვევებში  HR.ge -ის ერთპიროვნული და აბსოლუტური დისკრეციის საფუძველზე.


10.    HR.ge-ის ერთპიროვნული და აბსოლუტური დისკრეციის ფარგლებში დროდადრო შეუძლია დაამატოს, შეცვალოს ან შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურების მიწოდება. თუმცა, ეს არ შეეხება იმ  შეკვეთის დამადასტურებელ ფორმას, რომელიც მომსახურების ცვლილების განხორციელებამდე დადასტურდა.


11.    HR.ge იტოვებს უფლებას დროდადრო შეცვალოს საფასური ან/და პირობები იმის გათვალისწინებით, რომ არცერთ ცვლილებას არ ექნება უკუქცევითი ძალა.


12.    ყოველგვარი მიკერძოების გარეშე HR.ge-ის შეუძლია დაუყოვნებლივ გააუქმოს კლიენტის ანგარიში ან/და ნებისმიერი ან ყველა ხელშეკრულება და მომსახურება იმ შემთხვევაში თუ ადგილი ექნება პირობების მნიშვნელოვან ან განზრახ დარღვევას ან თუ HR.ge-ის გააჩნია საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ კლიენტი არ ან ვერ დაფარავს წარმოშობილ ვალდებულებებს.


13.    HR.ge იტოვებს უფლებას ერთპიროვნული და აბსოლუტური დისკრეციის ფარგლებში ნებისმიერ დროს და კონკრეტული მიზეზის გარეშე დახუროს ნებისმიერი ანგარიში. იმ ანგარიშების ჩამონათვალი, რომლებიც შეიძლება დაიხუროს მოყვანილია ქვემოთ (ჩამონათვალი არ არის ამომწურავი):

  1. იმ კლიენტების ანგარიშები, რომლებმაც არ მიაწოდეს HR.ge-ს სრული ან ზუსტი საკონტაქტო ან კომპანიის ინფორმაცია.
  2. იმ კლიენტების ანგარიშები, რომელთაც HR.ge ჩათვლის, რომ მათი ქმედებები არასათანადო ან უკანონოა.
  3. იმ კლიენტების ანგარიშები, რომლებიც იყენებენ ვებ-გვერდს თავიანთი ვებ-გვერდების, მომსახურების, საქმიანობის ან/და ბიზნეს პერსპექტივების სარეკლამოდ განთავსებულ ვაკანსიაში ანდ ვებ-გვერდის ნებისმიერ ადგილას.
  4. იმ კლიენტების ანგარიშები, რომლებიც ვერ გაივლიან HR.ge-ის საკრედიტო შემოწმების პროცესს ან არ განახორციელებენ გადახდას.
  5. იმ კლიენტების ანგარიშები, რომლებიც იყენებენ ვებ-გვერდს პროდუქციის ან/და მომსახურების რეკლამას, ასევე განათავსებენ ვაკანსიის განაცხადებს ან/და მოიძიებენ CV-ს საკონტაქტო მონაცემების მოპოვების მიზნით, რომელსაც გამოიყენებენ დასაქმებისაგან განსხვავებული მიზნებისთვის.

14.     კლიენტი აცხადებს თანხმობას გამოიყენოს ვებ-გვერდი და მომსახურება „კეთილსინდისიერად“ ე.ი. განათავსოს სათანადო ხარისხის ნამდვილი, მიუკერძოებელი და უნიკალური ვაკანსიები, რომლებიც შეიცავენ როგორც ადექვატურ ისევ ზუსტ დეტალებს სამსახურის შესახებ. კლიენტი ასევე აცხადებს თანხმობას იმის თაობაზე, რომ მომსახურების, ვებ-გვერდის პირობების დარღვევას შეუძლია გამოიწვიოს კლიენტის მიერ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა და მისი ანგარიშის გაუქმება.


15.    ინტელექტუალური საკუთრების უფლებას, რომელიც დაკავშირებულია მომსახურებასთან ან/და ვებ-გვერდთან ფლობს HR.ge ან მესამე მხარე ვისგანაც ასეთი უფლებები დელეგირებულია. კლიენტს არ აქვს იმ მასალის ასლის გადაღების, რეპროდუქციის, შეცვლის, ადაპტირების, გამოცემის, გადაცემის, გავრცელების ან ნებისმიერი ხერხით კომერციული მიზნებისთვის გამოყენების უფლება, რომელზეც ვრცელდება ინტელექტუალური საკუთრების უფლება.


16.    HR.ge ვერ იძლევა იმის გარანტიას, რომ (1) ვებ-გვერდი ან მომსახურება ნებისმიერ დროს იქნება ხელმისაწვდომი; (2) ვებ-გვერდზე არ იქნება შეცდომები, ვირუსები, ან/და უსაფრთხო პროგრამები; და (3) მომსახურება მოიძიებს ნებისმიერ განაცხადს, გამოხმაურებას ან შედეგს. ამავე დროს კომპანია გარანტიას იძლევა იმაზე რომ გონივრულ ვადებში გამოასწორებს, ყველა პრობლემას რომელიც ხელს უშლის მომსახურებით ხარისხიან სარგებლობას.


17.    HR.ge არ არის პასუხისმგებელი ამ პირობების დარღვევაზე თუ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო HR.ge ვერ განახორციელებს მომსახურების მიწოდებას.


18.    კლიენტი თავად არის პასუხისმგებელი ვირუსებისა და საზიანო პროგრამებისგან საკუთარი კომპიუტერების დაცვაზე.


19.    ეს პირობები და შეკვეთის დამადასტურებელი ფორმა მოიცავს მთლიან ხელშეკრულებას და ურთიერთშეთანხმებას HR.ge-სა და კლიენტს შორის. კანონის მიერ მაქსიმალურად დაშვებულ ფარგლებში, ნებისმიერი სხვა სამართლებრივი აქტის მოქმედება შეზღუდულია.


20.    კლიენტის მხრიდან HR.ge მიმართ ნებისმიერი საფუძვლით დავის წამოჭრის შემთხვევაში HR.ge-იზე დაკისრებული ვალდებულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვერ გადააცილებს კლიენტის მიერ მომსახურებისათვის გადახდილ ან გადასახდელ ოდენობას. HR.ge ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება პასუხისმგებელი პირდაპირ, არაპირდაპირ თუ სპეციალურ დანახარჯზე ან ნებისმიერი მოგების, შემოსავლის, დაინტერესების, კეთილი ნების, საქმიანობის ან/და დანაზოგის (პირდაპირ თუ არაპირდაპირ) დანაკარგზე. წინამდებარე პირობებით შეუძლებელია HR.ge-ის მიერ ვალდებულების აცილება დაუდევრობის შედეგად გარდაცვალების ან ფიზიკური ზიანის მიყენების შემთხვევაში, ისევე როგორც ვერ იქნება აცილებული ვერცერთი ვალდებულება, რომელიც აცილებასაც კანონი არ ითვალისწინებს.


21.    თუ რომელიმე მუხლი ან მისი ნაწილი გაბათილდება ან მისი გამოყენება შეუძლებელი ხდება, იგი არ იქონიებს გავლენას დარჩენილი მუხლების თუ ნაწილების ბათილობაზე.


22.    HR.ge-თვის შეტყობინებების გაგზავნა მოხდება მისამართიდან: info@hr.com.ge, ხოლო კლიენტისათვის შეტყობინებების გაგზავნა მოხდება მის ანგარიშზე დარეგისტრირებულ ელექტრონულ მისამართზე.


23.    დროდადრო HR.ge დაუკავშირდება კლიენტებს მიწოდებული მომსახურების შეფასების და ასევე  HR.ge-ის მომსახურებებისა და პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით. HR.ge დროდადრო აფასებს განთავსებული ვაკანსიების ხარისხს, კომპანიებისთვის უკეთესი მომსახურების მიწოდების მიზნით.


24.    ორაზროვნების თავიდან აცილების მიზნით განვმარტავთ, რომ ვებ-გვერდი წესები და პირობები წარმოადგენს წინამდებარე პირობების დამატებას.


25.    პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და მხარეები განეკუთვნებიან საქართველოს სასამართლოების ექსკლუზიურ იურისდიქციას.


ვაკანსიების გამოქვეყნება

27.    ვებ-გვერდზე ვაკანსიის განთავსებით კლიენტი HR.ge-ს აღჭურავს უფლებამოსილებით გამოაქვეყნოს ეს ვაკანსია და კლიენტს წარუდგინოს ის კანდიდატები, რომელთაც HR.ge შეაფასებს რანგისა და კლიენტის კრიტერიუმების (არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით.


28.    კლიენტი თავად არის პასუხიმგებელი ვაკანსიის შინაარსზე და თავიდან აარიდებს HR.ge-ს ვაკანსიის შინაარსთან დაკავშირებულ ნებისმიერ საჩივარს, დანაკარგს, ვალდებულებას, დანახარჯს ან/და ზიანს („დანაკარგები“).


29.    კლიენტი სამუშაოს აღწერილობაში მიუთითებს შემდეგ ინფორმაციას:


1.    ნებისმიერი კვალიფიკაცია ან/და კანონით ან რომელიმე შესაბამისი ორგანოს მიერ განსაზღვრული უფლებამოსილება;
2.    თუ მითითებულია სამუშაოს ანაზღაურება, სამუშაოს აღწერილობა ასევე უნდა შეიცავდეს სამუშაოს სპეციფიკას, ადგილმდებარეობას, მინიმალურ საჭირო გამოცდილებას, საჭირო ტრენინგს ან/და კვალიფიკაციას კადრისთვის, რათა მან მიიღოს ამგვარი ანაზღაურება;

30.    კლიენტი განათავსებს შესაბამის ინფორმაციას საკუთარ თავსა და ვაკანსიის შესახებ, რომელიც მოიცავს კლიენტის ვინაობას თუ კლიენტი სხვაგვარად არ გადაწყვეტს, საქმიანობის სპეციფიკას, განსახორციელებელი სამუშაოს აღწერილობას, მუშაობის დაწყების თარიღს სავარაუდო ხანგრძლივობას, სამუშაო საათებს, ადგილმდებარეობას, ანაზღაურებას, გადახდის თარიღებსა და წახალისებას და შეტყობინების გაგზავნისა და მიღების თარიღებს.


31.    აპლიკანტების გამოხმაურებებს HR.ge გადააგზავნის ელფოსტის მეშვეობით გაცხრილვის და შეფასების მიზნით. კლიენტი პასუხიმგებელია აპლიკანტების მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმებაზე და  HR.ge-ს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ასეთი ინფორმაციის შიგთავსზე. ძირითადად (თუმცა არა მხოლოდ) კლიენტი პასუხისმგებელია აპლიკანტის ვინაობის, მუშაობის უფლების, გამოცდილების, ტრენინგის, კვალიფიკაციის და კლიენტის, კანონის ან რომელიმე შესაბამისი ორგანოს მიერ განსაზღვრული უფლებამოსილების დადგენაზე.


32.    ყველა შეთანხმება კლიენტსა და აპლიკანტს შორის, რომელიც დაკავშირებულია განთავსებული ვაკანსიის შესახებ აპლიკანტის გამოხმაურებაზე არის სრულად კლიენტის პასუხისმგებლობის ქვეშ და HR.ge-ს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ზემოხსენებულთან დაკავშირებით. თავიდან აარიდებს HR.ge-ს პასუხისმგებლობას დანაკარგებთან მიმართებით.


33.    კლიენტი არ განათავსებს ვაკანსიას, სადაც:


ა) აპლიკანტის ჯანმრთელობას თუ უსაფრთხოებას შეიძლება მიადგეს ზიანი სამუშაოს განხორციელების ადგილას, თუ კლიენტი არ იღებს ვალდებულებას შეატყობინოს კანდიდატებს ამ რისკების შესახებ და მათი თავიდან აცილებისა თუ კონტროლის მექანიზმების შესახებ; ან
ბ) საქმიანობა უკავშირდება დაუცველ პიროვნებებთან ურთიერთობას, მათ შორის (და არა მხოლოდ) 18 წლამდე მოზარდებთან ან მოხუცებთან, რომელნიც საჭიროებენ მოვლასა და ყურადღებას, უნარშეზღუდულებთან ან სხვა მსგავს შემთხვევებში, თუ კლიენტი დასაქირავებელ კანდიდატთან მიმართებით არ იღებს ვალდებულებას (1) მოიძიოს კანდიდატის კვალიფიკაციის ან უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები; 2) მოიძიოს ორი რეკომენდაცია პირებისგან, რომლებიც არ არიან კანდიდატის ნათესავები; და 3) მიიღებს ყველა საჭირო ზომას, მათ შორის (და არა მხოლოდ), შეამოწმებს, კანონთან, პრაქტიკასთან, კოდექსებთან და ინსტრუქციებთან შესაბამისობას, რათა დაადასტუროს, რომ კანდიდატი არ შეესაბამება კონკრეტულ პოზიციას.
33 (ა) და (ბ) ქვეპუნქტებში მითითებული ვაკანსიის განთავსებით კლიენტი საკუთარ თავზე იღებს შესაბამის ვალდებულებებს. თუ კლიენტი არის საშუამავლო დასაქმების კომპანია, კლიენტი მიაწვდის 33(ბ)(1) და (2) პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების ასლებს დამქირავებელს.

34.    კლიენტი თავად არის პასუხიმგებელი ნებისმიერ ზიანზე რაც მან შეიძლება განიცადოს აპლიკანტთან ურთიერთობის შედეგად და თავიდან აარიდებს HR.ge-ს ამ საკითხთან დაკავშირებულ ნებისმიერ ზიანს.  კლიენტი მიიღებს ყველა შესაბამის ზომას იმისათვის, რომ არ იმოქმედოს აპლიკანტის ინტერსების საზიანოდ ამ უკანასკნელის განთავსებული ვაკანსიის განაცხადში მითითებულ სამუშაოზე აყვანისას.


35.    HR.ge იტოვებს უფლებას თავისი ერთპიროვნული და აბსოლუტური დისკრეციის ფარგლებში ნებისმიერ დროს წაშალოს ნებისმიერი ვაკანსიის განაცხადი ყოველგვარი მიზეზის გარეშე. ქვემოთ მოყვანილია იმ ვაკანსიის განაცხადების მაგალითები, რომლებიც შეიძლება წაიშალოს (ნუსხა არ არის სრული):

  1. განაცხადები, რომლებიც HR.ge-ის მეირ მიჩნეულია უკანონოდ, მიუღებლად ან ყალბად.
  2. განაცხადები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად ითვალისწინებენ აპლიკანტებისგან სარეგისტრაციო ფულად შენატანებს
  3. განაცხადები, რომლებიც ეხება ფრენჩაიზს, პირამიდას, ქსელურ მარკეტინგს ან სწრაფად გამდიდრების სქემებს
  4. განცხადება რომელიც ერთზე მეტჯერ არის განთავსებული HR.ge-ზე
  5. განაცხადები, რომლებიც ეხება ვებ-გვერდებს, მომსახურებებს, მომსახურების რეკლამირებას, ბიზნესს, ბიზნეს შეთავაზებებს ან/და კონტაქტებს.

ვაკანსიის განთავსებისთვის გადახდილი თანხები უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
CV-ის მოძიება


41.    დღის განმავლობაში ჩამოტვირთული CV-ების რაოდენობა დამოკიდებულია ინდივიდუალურ მოლაპარაკებებზე. მომხმარებელი არის პირი ან ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია უნიკალური წვდომა (login). კლიენტს HR.ge ვებ-გვერდზე შეიძლება ჰყავდეს ერთზე მეტი მომხმარებელი.


42.    CV ძიება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ რეკრუტირების მიზნით. დაუშვებელია CV მოძიების მომსახურების მარკეტინგული, გასხვისების, კანდიდატებისათვის პირდაპირ მიყიდვის   მიზნით და გამოიწვევს ანგარიშის გაუქმებას.